16 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
"ასაკი მხოლოდ ციფრებია," - ტოტის კიდევ ერთი გოლი და 40 წლის "გლადიატორის" სტატისტიკა

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში ტორინომ რომას უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. წაგების მიუხედავად, ფრანჩესკო ტოტიმ რომას და იტალიური ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა.

"რომის უკანასკნელმა გლადიატორმა" 55-ე წუთზე პენალტი გაიტანა და სერია A-ში  250-ე გოლი მიითვალა. ტოტის ამ მაჩვენებლის მიღწევამდე 25 სეზონი და 605 მატჩის ჩატარება დასჭირდა. იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი სილვიო პიოლაა, 290 გატანილი გოლით. ტოტი კი მეორე ადგილს მეორე ადგილს იკავებს.

აქვე გთავაზობთ 10 ფაქტს ფრანჩესკო ტოტის შესახებ.

 * პირველად ტოტი რომას კაპიტანი 1998 წელს გახდა. მას ალდაირმა გადასცა სამკლაური.

* მშობლებმა ტოტი და მისი ძმა ერთად მიიყვანეს ფეხბურთზე. თუმცა, დიდი ფეხბურთი ფრანჩესკომ ითამაშა. მისი ძმა კი ფეხბურთელის აგენტი გახდა.

* ტოტის მეუღლე მსახიობი იყო. მას ხუთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე მუშაობდა ფოტომოდელად და ტელეწამყვანად.

* ტოტის კარიერა რომაში არ დაწყებულა. ის თამაშობდა ლოჯიჯანის გუნდში. თუმცა, პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ რომაულ კლუბში აქვს ნათამაშები.

* ტოტიმ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე დანიელ ფეხბურთელს, კრისტიან პოულსენს, სახეში შეაფურთხა.

* 2004 წლის 21 მარტს ლაციოსთან დერბის დროს ტრიბუნებზე არეულობა მოხდა. გულშემატკივრებმა ფრანჩესკოს უთხრეს, რომ პოლიციელები მათ თავს დაესხნენ და ტოტის სთხოვეს, გუნდი მოედნიდან გაეყვანა, რაც კაპიტანმა შეასრულა კიდეც.

* ტოტი ახლოს იყო რომას დატოვებასთან. 1996 წელს ის კინაღამ აიაქსის ფეხბურთელში, იარი ლიტმანენში, გაცვალეს.

* ტოტიმ ოქროს ბუცი 2006/2007 წლების სეზონში მოიგო 26 გატანილი გოლით.

* ტოტის ყველაზე მეტი გოლი პარმასთვის აქვს გატანილი. ამ მხრივ მისი "საყვარელი" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონია.

* მადამ ტიუსოს მუზეუმში არის ტოტის ბიუსტი, რომელიც 2009 წელს გაიხსნა. 

 

*შენიშვნა - ამჟამად ფრანჩესკო 39 წლის გახლავთ. რომას ლეგენდას 40 წელი 27 სექტემბერს შეუსრულდება.

დღის ამბები