ლეგენდარულმა კალათბურთელმა კევინ გარნეტმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 40 წლის გარნეტმა საზოგადოებას თავად ამცნო. არადა, გარნეტმა ზაფხულში მშობლიურ მინესოტა ტიმბერვულვზში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ შეკრების დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ კარიერა დაასრულა.
კევინ გარნეტი მესამე ლეგენდარული მოთამაშეა მიმდინარე წელს კობი ბრაიანტისა და ტიმ დანკანის შემდეგ, აქტიურ სპორტულ კარიერას თავი დაანება. გარნეტმა NBA-ში 21 სეზონი ითამაშა. პირველად მინესოტაში 1995 წელს გამოჩნდა, 2004 წელს კი იგი MVP (საუკეთესო კალათბურთელი) გახდა. 2007 წელს გარნეტი ბოსტონ სელტიქში გადავიდა და პირველივე სეზონში NBA-ს ჩემპიონიც გახდა.
გარნეტი თავისი 21-წლიანი კარიერის განმავლობაში პარკეტზე საშუალოდ 17.8 ქულას, 10 მოხსნას, 3.7 მეათედ შედეგიან გადაცემას, 1 მეტ დაფარებასა და ამდენივე ჩაჭრას აგროვებდა. ყველა ვარსკვლავის მატჩში გარნეტმა მონაწილეობა 15-ჯერ მიიღო, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ერთად კი 2000 წელს სიდნეიში თამაშებზე ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.