საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ-14-ის მე-6 ტურში ტულონმა კლერმონს უმასპინძლა და გამარჯვება მამუკა გორგოძის გადამწყვეტი ლელოთ მოიპოვა.
გორგოძემ 73-ე წუთზე ბურთი რაქიდან აიტაცა და დაამიწა. შედეგად ტულონმა მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში 23:21 დაამარცხა.
გორგოძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ლევან ჩილაჩავა კი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა. რაც შეეხება კლერმონის ქართველ ლეგიონერებს, დავით ზირაქაშვილს და ვიტო კოლელიშვილს, ისინი კლერმონის განაცხადში არ იმყოფებოდნენ.