ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ლას პალმასმა მადრიდის რეალს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩის 71-ე წუთზე, როდესაც სამეფო კლუბი მეტოქეს 1:2 ამარცხებდა ზინედინ ზიდანმა კრიშტიანო რონალდო შეცვალა.
ცვლილებამ პორტუგალიელი ფეხბურთელის გაღიზიანება გამოიწვია და მოედნიდან უკმაყოფილო სახით გავიდა. ესპანურ მედიაში კი გავრცელდა ვიდეო, სადაც რონალდოს სიტყვებია გაშიფრული. ფეხბურთელი ზიდანის მისამართით შეურაცხმყოფელ გამოთქმებს იყენებდა და 2 ქულის დაკარგვას სწორედ მწვრთნელის გადაწყვეტილებას აბრალებდა.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რონალდოს გაბრაზებას ზიდანიც გამოეხმაურა, რომელიც ფეხბურთელის გაბრაზების მიზეზის ახსნას შეეცადა.
"ჩვენ შეხვედრას ვიგებდით და გუნდის ლიდერს დასვენების საშუალება მივეცი. ძალიან რთული გრაფიკი გვაქვს, აქედან გამომდინარე დასვენება რონალდოსაც სჭირდება. კრიშტიანო ცვლილებით არ იყო უკმაყოფილო, მისი წყენა დაკარგულმა 2 ქულამ გამოიწვია," - განცხადა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგას 6 ტურის შემდეგ 14 ქულით მადრიდის რეალი ლიდერობს, ბარსელონა კი მეორე პოზიციაზე იმყოფება.
წყარო: 101greatgoals.com