Eurosport-მა გასული უქმეების ერთ-ერთ საუკეთესო გოლად შოტლანდიის ჩემპიონატში შესრულებული შორეული დარტყმა მიიჩნია. სელტიკი-კილმარნოკის შეხვედრის 32-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა სულეიმან კოულიბალიმ დაახლოებით 36 მეტრიდან მოახერხა ეფექტური დარტყმით თავის გამოჩენა და კილმარნოკი დააწინაურა.
სელტიკმა ზუსტად 3 წუთში გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა. საბოლოოდ მატჩი სელტიკის გამარჯვებით 6:1 დასრულდა.
წყარო: Eurosport