16 ნოემბერი 2024,   07:58
ვრცლად
რონალდოს და ზიდანის დაპირისპირების ახალი დეტალები - ესპანური მედია გასახდელში გამართული დიალოგის შინაარს ავრცელებს

ესპანურ მედიაში მთავარი განხილვის თემა კრიშტიანო რონალდოს და ზინედინ ზიდანის შესაძლო კონფლიქტია. გამოცემა sport-ისთვის ლას პალმასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ მადრიდის რეალის გასახდელში გამართული დიალოგის შინაარსი გახდა ცნობილი.

რონალდომ ზიდანს მიმართა - "მე შენზე ძალიან ნაწყენი ვარ."

ზიდანი - "დაწყნარდი კრის, შენ დასვენება გჭირდებოდა. დორტმუნდის წინააღმდეგ 90 წუთს ითამაშებ."

შემდეგ საუბარში გუნდის კაპიტანი, სერხიო რამოსი ჩაერია, რომელსაც რონალდოს საქციელი არ მოეწონა და პორტუგალიელს უსაყვედურა.

შეგახსენებთ, რომ ლას პალმასთან შეხვედრაში ზიდანმა რონალდო 71-ე წუთზე შეცვალა. პორტუგალიელი ცვლილებამ ძალიან გააღიზიანა და სათადარიგოთა სკამზე მთავარი მწვრთნელის მისამართით შეურაცხმყოფელ გამოთქმებს იყენებდა.

 

წყარო: sport.com

დღის ამბები