გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის 8 შეხვედრა გაიმართა. სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა გერმანიაში ჩატარდა. დორტმუნდის ბორუსიამ ტურნირის შარშანდელ ჩემპიონს მადრიდის რეალს უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში კრიშტიანო რონალდომ 17-ე წუთზე შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ გახსნა. დორტმუნდმა პირველი ტაიმის ბოლოს სამეფო კლუბის მეკარის შეცდომის წყალობით გაათანაბრა. მეორე ნახევარში კვლავ მადრიდელები დაწინაურდნენ, თუმცა გერმანელებმა მაინც მოახერხეს 1 ქულის მოპოვება - შეცვლაზე შემოსულმა ანდრე შურლემ უძლიერესი დარტყმით მოახერხა თავის გამოჩენა.
გთავაზობთ, სხვა შეხვედრების შედეგებს;
ცსკა 0:1 ტოტენჰემი
მონაკო 1:1 ლევერკუზენი
სპორტინგი 2:0 ლეგია
კოპენჰაგენი 4:0 ბრიუგე
ლესტერი 1:0 პორტო
ზაგრების დინამო 0:4 იუვენტუსი
სევილია 1:0 ლიონი.
დღეს კიდევ 8 შეხვედრა გაიმართება. მატჩები თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
არსენალი - ბაზელი
ლუდოგორეცი - პსჟ
ბეშიქთაში - კიევის დინამო
ნაპოლი - ბენფიკა
გლადბახი - ბარსელონა
სელტიკი - მანჩესტერ სიტი
ატლეტიკო - ბაიერნი
როსტოვი - პსვ
ვიდეო: goalsarena.org