გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშო დღის ცენტრალურ შეხვედრაში დორტმუნდის ბორუსიამ მადრიდის რეალს უმასპინძლა.
პირველი ტაიმის მიწურულს კრიშტიანო რონალდომ თამაშგარე მდგომარეობიდან თავური დარტყმით გოლი გაიტანა, თუმცა გვერდითმა მსაჯმა ალამი ასწია და გოლი არ ჩაითვალა. ამ ეპიზოდით უკმაყოფილო იყო პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელმაც ტაიმის დასრულების შემდეგ ოპერატორთან მიირბინა და მას გოლის მომენტის განმეორებითი ჩვენება სთხოვა. საბოლოოდ, რონალდოც დარწმუნდა მსაჯის მართებულ გადაწყვეტილებაში.
შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველი გოლი სწორედ რონალდომ წესების სრული დაცვით გაიტანა.
წყარო: 101greatgoals.com