საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მე-8 საკვალიფიკაციო ჯგუფში ასპარეზობა მარცხით დაიწყო.
ფინეთის ქალაქ კემპელეში, გურამ ასპინძელაშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდიბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და შეხვედრაში მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მომავალ მატჩს 30 სექტემბერს, ფინეთის წინააღმდეგ გამართავს გამართავს, ხოლო 3 ოქტომბერს - შვედეთს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.