16 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა - 6 გატანილი გოლი გლაზგოში და ბაიერნის მარცხი მადრიდში

გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე 8 შეხვედრა გაიმართა. სათამაშო დღის ცენტრალურ მატჩს მადრიდმა უმასპინძლა, სადაც ატლეტიკომ მიუნხენის ბაიერნი მიიღო. მატჩი მადრიდელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ფერეირა-კარასკომ შესანიშნავი დარტყმით გაიტანა. ატლეტიკოს უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა ანგარიშის გაზრდა რამდენჯერმე შეეძლო - გრიზმანმა პენალტი ვერ გაიტანა, ტორესმა კი ახლო მანძილიდან ბურთი ძელს გაარტყა. შედეგად კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გერმანული კლუბი მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.

ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა კი გლაზგოში გაიმართა. სელტიკმა პეპ გვარდიოლას სიტის უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელები 3-ჯერ იგებდნენ, თუმცა სიტი მაინც ახერხებდა ანგარიშის გათანაბრებას.

გთავაზობთ სხვა მატჩების შედეგებს;

არსენალი 2:0 ბაზელი

ლუგოდორეცი 1:3 პსჟ

ბეშიქთაში 1:1 დინამო კიევი

ნაპოლი 4:2 ბენფიკა

გლადბახი 1:2 ბარსელონა

სელტიკი 3:3 სიტი

ატლეტიკო 1:0 ბაიერნი

როსტოვი 2:2 პსვ

 

ვიდეო: goalsarena.org

 

დღის ამბები