თბილისში UEFA-ს ახალი პრეზიდენტი და გენერალური მდივანი გვიან ღამით ჩამოვიდნენ.
ალექსანდერ ჩეფერინმა და თეოდორ თეოდორიდისმა პირველი შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართეს, რის შემდეგაც UEFA-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილთან და ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად დიღომში ოლიმპიური ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მოედნების მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ჩეფერინმა ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ჩვენ გვჯერა ლევანის და მისი გუნდის, ისინი ბევრს შრომობენ, რაც ნამდვილად არ არის ადვილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მხარში ვუდგავართ არჩეულ ხელმძღვანელობას, რომელიც ცდილობს ფეხბურთის სასარგებლოდ იმოქმედოს,"- განაცხადა UEFA-ს პრეზიდენტმა.
ალექსანდრ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტის თანამდებობაზე ორი კვირის წინ აირჩიეს. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ის უეფას პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ფეხბურთის მაღალჩინოსნები საქართველოს დღეს 14:00 საათზე დატოვებენ.
ფოტო: GFF