ბარსელონა სტუმრად სელტასთან კვლავ დამარცხდა. გასულ სეზონში ბლაუგრანამ სელტასთან 4:1 წააგო, გუშინ კი 4:3 დამარცხდა. ესპანურმა გამოცემა Marca-მ კი კატალონიელების მარცხი ასე დაასათაურა - "საშინელებათა სახლი ბარსასთვის".
სელტამ პირველი ტაიმი 3:0 მოიგო. მატჩის მეორე ნახევარში კი პიკეს და ნეიმარის გოლების შემდეგ ბარსელონამ მეტოქესთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, გუნდი უპირატესობასაც ფლობდა და საკმარისი დროც ჰქონდა თამაშის გადასარჩენად, თუმცა სწორედ ამ დროს ბარსელონას მეკარემ, ტერ შტეგენმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და სელტას გოლის გატანის საშუალება მისცა. საბოლოოდ მატჩი ვიგოელების გამარჯვებით 4:3 დასრულდა.
სამეფო კლუბმა კი საკუთარ მოედანზე ეიბარის დამარცხება ვერ მოახერხა. მადრიდის რეალმა ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშა - 1:1. ბარსელონას და რეალის ქულების დაკარგვით მადრიდის ატლეტიკომ ისარგებლა, რომელმაც სტუმრად ვალენსია 0:2 დაამარცხა და ლა ლიგის ლიდერი გახდა.
ვიდეო: Goalsarena.org