16 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
ფაჩულიას დებიუტი გოლდენ სტეიტში - ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო

ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტის რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წინასასეზონო, საგამოფენოდ წოდებულ მატჩში ქართველი ცენტრი ტორონტოს წინააღმდეგ სათამაშოდ მოედანზე პირველივე წუთიდან გავიდა ისეთ ვარსკვლავების გვერდით ითამაშა, როგორებიც არიან სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დიურანტი და დრეიმონდ გრინი.

გოლდენ სტეიტმა შეხვედრა 93:97 წააგო. ოკლენდელთა მწვრთნელმა სტივ კერიმ არც ერთი სასტარტო შემადგენლობაში მყოფი კალათბურთელი მეორე ტაიმში არ ათამაშა. ფაჩულიამ მოედანზე 8 წუთი გაატარა და 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ოკლანდელებიდან თავი კლეი ტომპსონმა გამოიჩინა, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა.  9 ქულა ჰქონდა დიურანტს, 8 - კარის, 2 - გრინს.

მომდევნო საგამოფენო მატჩს გოლდენ სტეიტი 5 ოქტომბერს, ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ ჩაატარებს. 

 

წყარო: GBF.ge

დღის ამბები