საფრანგეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში ნიცამ ლორიანს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე მარიო ბალოტელიმ ეფექტური დარტყმით გაიტანა, თუმცა მაისურის გახდისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ამ ეპიზოდიდან 3 წუთში კი იტალიელმა ფეხბურთელმა მეორე გაფრთხილებაც დაიმსახურა და მოედანიდან გააძევეს.
დარჩენილ დროში ნიცას 10 ფეხბურთელით მოუწია თამაში, მაგრამ მაინც მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება და საფრანგეთის ჩემპიონატს 20 ქულით ლიდერობს.
ვიდეო: Goalsarena.org