საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ლაბორალ კუჩას შემადგენლობაში შენგელიამ 20 წუთში 19 ქულა მოაგროვა და თავის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად მონბუსთან გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა შეცვლაზე შესულმა მეტოქეს დიდი პრობლემები შუქმნა. შენგელიამ 19 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ლაბორალ კუჩამ კი მეტოქე 92:76 დაამარცხა.
მომდევნო ტურში ლაბორალ კუჩა საკუთარ მოედანზე მურსიას უმასპინძლებს. შეხვედრა 7 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო; GBF.ge