16 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამორჩეული ფრაზები

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. 35 წლის ასაკში შვედი უმაღლეს დონეზე თამაშობს. კარიერის განმავლობაში იბრაჰიმოვიჩს აიაქსისიუვენტუსისინტერისბარსელონას, მილანის, პსჟ-ს რიგებში უთამაშია და თან ყველა გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი აქვს მოგებული. ამჟამად ზლატან იბრაჰიმოვიჩი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავს.

ზლატანს დღეს 35 წელი შეუსრულდა. გთავაზობთ ფეხბურთელის გამორჩეულ ფრაზებს:

* ვფიქრობ, რომ ყოველდღიურად ვპროგრესირებ, მიუხედავად ჩემი ასაკისა. მე ღვინოსავით ვარ, რაც უფრო მემატება წლები მით უფრო უკეთესი ვხვდები. ახლაც ვგრძნობ შიმშილს თამაშისადმი, რომელიც მეხმარება გოლების გატანაში.

დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა იქნება ზაფხულის შემდეგ, თუმცა ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ მე პსჟ-ში აღარ ვიქნები.

ჟურნალისტი - თქვენ აქ ბევრს უყვარხართ და ეს არ არის საკმარისი?

ზლატანი - მე ვფიქრობ, რომ მათ არ შეუძლიათ ეიფელის კოშკის ჩემი ძეგლით ჩანაცვლება.

ჟურნალისტი - დარწმუნებული ვარ, შეუძლიათ.

ზლატანი - არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ თუ ეს ასე მოხდება, მაშინ გპირდებით, რომ დავრჩები.

* მე მოხუცი დავიბადე და ახალგაზრდა მოვკვდები. ასაკი, ეს მხოლოდ ციფრებია და მეტი არაფერი. ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, საკუთარ გონებაში უნდა გადაწყვიტო და სანამ ასე იფიქრებ, ასეც გაგრძელდება.

* მათ იყიდეს ფერარი, მაგრამ ატარებდნენ, როგორ ფიატს - ბარსელონაში წარუმატებელი კარიერის შემდეგ.

* რატომ, არ ვიცი, მაგრამ, როდესაც ოთახში შევდიოდი, გვარდიოლა ყოველთვის გადიოდა - უეჭველად ჩემი ეშინოდა - ზლატანს ბარსელონაში გვარდიოლასთან ჰქონდა კონფლიქტი.

* ისინი პატარა ბავშვებივით არიან, საკუთარი აზრი არ გააჩნიათ - ზლატანი ლიონელ მესის, ინიესტას და ჩავი ერნანდესის შესახებ.

ვინ არის ჩემი მისაბაძი მაგალითი? ასეთი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ზლატანის სტილი.

არ ვიცი, რას წარმოადგენენ საფრანგეთის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები, მაგრამ ვიცი, რას წარმოვადგენ მე - პსჟ-ში გადასვლის შემდეგ. 

მოვედი როგორც მეფე და მივდივარ როგორც ლეგენდა - სწორედ ეს სიტყვები დაწერა ზლატანმა სოციალურ ქსელში პსჟ-ს შემადგენლობაში ბოლო მატჩის წინ.

* რას აჩუქებთ მეუღლეს დაბადების დღეზე? – არაფერს, მას ხომ ზლატანი ჰყავს.

* ტრავმირებული იბრაჰიმოვიჩი ნებისმიერი კლუბისთვის დიდი პრობლემა იქნებოდა - იბრაჰიმოვიჩი საკუთარ თავზე.

* მე ყველა პოზიციაზე შემიძლია, ვითამაშო, რადგანაც კარგ ფეხბურთელს მოედნის ნებისმიერ ადგილას უნდა შეეძლოს თამაში.

* რასაც კარეუ ფეხბურთის ბურთით აკეთებდა, იმის გაკეთება მე ფორთოხლითაც შემიძლია – ზლატანმა ნორვეგიელი ფეხბურთელის, ჯონ კარეუს, კრიტიკას უპასუხა.

* ჩვენ პარიზში სახლს ვეძებთ და იმ შემთხვევაში, თუ ვერაფერს ვიპოვით, მაშინ რომელიმე სასტუმროს ვიყიდი.

* ჟურნალისტი - რომელი გუნდი მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფში?

   ზლატანი - ეს მხოლოდ ღმერთმა იცის.

   ჟურნალისტი - რთული იქნება ღმერთისთვის ამის კითხვა.

   ზლატანი - რატომ? შენ ახლა ზუსტად მას უყურებ.

* მოდით ჩემთან სახლში, თქვენი დაც წამოიყვანეთ და გაიგებთ, როგორი გეიც ვარ -იბრაჰიმოვიჩის პასუხი სექსუალურ ორიენტაციაზე.

* ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შვედ ფეხბურთელს ჰკითხა, რატომ ჰქონდა სახეზე ნაკაწრები - თქვენს მეუღლეს ჰკითხეთ, უპასუხა იბრაჰიმოვიჩმა.

* ერთი რამ ნათელია - ევროპის ჩემპიონატი ჩემს გარეშე საყურებლადაც არ ღირს.

* მე კარგ ღვინოსავით ვარ, რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო უკეთესად ვთამაშობ.

* მე არ მჭირდება ოქროს ბურთის მოგება იმის მისახვედრად, რომ ნომერ პირველი ვარ.

* ხარისხი ყოველთვის ძვირად ფასობს. არ მესმის, რატომ მაკრიტიკებენ მაღალი ხელფასის გამო. თანაც, რაც უფრო მეტ ფულს ვიღებ, მით მეტ გადასახადებს ვუხდი საფრანგეთს.

* დანიელებს სურდათ ჩემი პენსიაზე გაშვება, მაგრამ მე პენსიაზე მთელი ქვეყანა გავუშვი - ევრო 2016 ფლეი ოფის შემდეგ. (შვედეთმა დანიის ნაკრები ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა).

* პსჟ-ში მხოლოდ ერთი ბოსია და მას ზლატანი ჰქვია.

მოურინიომ ჩემში ისეთი თვისებები აღმოაჩინა, რასაც სხვა მწვრთნელი ვერ შეძლებდა. როდესაც ვთამაშობდი თავი ტერმინატორი მეგონა. ძალიან თავდაჯერებული ვიყავი. ეს იგივეა იყო კატა და თავს გრძნობდე როგორც ლომი.

 

წყარო: dailymail.co.uk, telegraph.co.uk

დღის ამბები