16 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
6 ქართველი მორაგბე TOP 14-ის ცენტრალურ მატჩში და მამუკა გორგოძის ლელო

საფრანგეთის  ტოპ-14-ის მე-7 ტურში ტულონმა მონპელიეს უმასპინძლა და მეტოქე 28:6 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა 6-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო.

მასპინძელთა რიგებში სასტარტოში იყვნენ ლევან ჩილაჩავა და მამუკა გორგოძე, ხოლო სტუმრებში - კონსტანტინე მიქაუტაძე (მე-4). მე-2 ტაიმში შეცვლაზე შალვა მამუკაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი შევიდნენ, აქედან გამომდინარე მონპელიეს პირველი ხაზი ქართველი მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული.

შეხვედრის 33-ე წუთზე ლელო მამუკა გორგოძემ დადო. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ლელოს ავტორად სხვა მორაგბეს ასახელებდნენ, მაგრამ ხარვეზი გამოსწორებულია და ლელო გორგოძეს ჩაუთვალეს.

შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ ასევე მამუკა გორგოძე დასახელდა. ასევე, ქართველი მორაგბე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეოთხედ შეიყვანეს.  

 

ფოტო: არქივი

დღის ამბები