ევროპა ლიგაზე ატლეტიკ ბილბაო-რაპიდის შეხვედრის დროს კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა.
პირველი ტაიმის მიწურულს ბილბაოს სახიფათო შეტევა გატანილი გოლით დასრულდა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა, ტონი შაპრონმა თავდაპირველად გოლი ჩათვალა, შემდეგ გააუქმა და კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, ბოლოს კი თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
მეორე ტაიმში ბილბაომ მაინც შეძლო გოლის გატანა და რაპიდი 1:0 დაამარცხა.
წყარო: Eurosport