16 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
ამერიკულმა მედიამ ზაზა ფაჩულია გააკრიტიკა

cbssports.com-მა გოლდენ სტეიტის პირველ საგამოფენო მატჩში ტორონტოსთან მარცხის შემდეგ, ხუთ პუნქტად ჩამოწერა დასკვნები, რომელიც ორივე გუნდს ეხება. მესამე პუნქტში გამოცემა ზაზაფაჩულიას თამაშს აფასებს.

"ზაზა ფაჩულია უფრო დალასის ფაჩულიას ჰგავდა, ვიდრე მილუოკის ფაჩულიას. ზაზას პრობლემები ჰქონდა კომბინაციების გათამაშებისას, დასრულების სტადიაში, აგებდა ბრძოლას ფარისთვის. თითქოს, დრეიმონდ გრინიც არ იყო დაინტერესებული მოხსნებისთვის ბრძოლით. შედარებისთვის, ტორონტომ თავისი აცილებული ტყორცნების 33 პროცენტი მოიპოვა, მ გოლდენ სტეიტმა კი მხოლოდ 18. ეს შესაძლოა, სერიოზული მიზეზი იყოს შეშფოთებისთვის - უორიორსი ამ სეზონში ფარქვეშ ალბათ, ვერ იქნება ძლიერი. 

ფაჩულიას უკეთ თამაში შეუძლია. გრინიც აუცილებლად ითამაშებს უკეთ, მაგრამ გუნდმა დაკარგა ფასტუს ეზელი და სავარაუდოდ, ფაჩულია მთლიანობაში ვერ არის ისეთი კარგი, როგორც ბოგუტი იყო. თუნდაც, საჯარიმოების ტყორცნის გაუმჯობესებული პროცენტით. მეომრებს ფარქვეშ პრობლემები უჩანთ, იმის მიუხედავად, რომ გუნდი პერიმეტრზე დიდებული უნდა იყოს," - ასეთია CBS-ის შეფასება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო. 

 

მომზადებულია sportall.ge-ს მიხედვით.

დღის ამბები