16 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
საქართველოს ნაკრები სტუმრად ირლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სტუმრად ირლანდიასთან მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრა გამართა და დასანანი მარცხი განიცადა.

ქართველმა ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში მეტოქე აშკარად დაჯაბნეს და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც ჰქონდათ. აღსანიშნავია ვაკო ყაზაიშვილის დარტყმა, რომელიც მცირე მანძილით აცდა კარს. 36-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი შეტევა წამოიყო და გუნდს ძალიან არ გაუმართლა - ირლანდიის ნაკრები გაშვებული გოლისგან ჯერ ხარიხამ იხსნა, შემდეგ კი ძელმა.

მატჩის მეორე ნახევარი აქტიურად ირლანდიელმა ფეხბურთელებმა დაიწყეს. 56-ე წუთზე კოულმენმა საქართველოს ნაკრების დაცვის დაბნეულობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები ცდილობდნენ მეტოქის კარისკენ სახიფათო შეტევების განხორციელებას, თუმცა გათანაბრება ვერ მოახერხეს.

საქართველოს ნაკრებს ირლანდიის წინააღმდეგ 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული და სამწუხაროდ, ყველა თამაში მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდი შემდეგ შეხვედრას სტუმრად უელსის წინააღმდეგ 9 ოქტომბერს გამართავს. 

 

ფოტო:Mirror.co.uk

ვიდეო:Goalsarena.org 

ამავე თემაზე
დღის ამბები