16 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
პირველი ქულა - საქართველომ სტუმრად უელსთან 1 ქულა მოიპოვა

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ქულა მოიპოვა.

კარდიფში საქართველო უელსი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 10-ე წუთზე უელსის ნაკრების ლიდერმა გარეტ ბეილმა გახსნა. 57-ე წუთზე კი თორნიკე ოქრიაშვილმა გაათანაბრა. დარჩენილ დროში ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

მესამე ტურის შემდეგ შესარჩევი ეტაპის D ჯგუფს 7 ქულით სერბეთის ნაკრები ლიდერობს. საქართველო ერთი ქულით მეხუთე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 12 ნოემბერს საკუთარ მოედანზე მოლდოვას წინააღმდეგ გამართავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები