საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ კარდიფში უელსის ნაკრებთან ფრედ (1:1) ითამაშა და მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი ქულა მოიპოვა.
ეს რა თქმა უნდა კარგი სიახლეა, მაგრამ გუშინ კარდიფში საქართველოს მოგება შეეძლო. მატჩის მეორე ნახევარი ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა და მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა. თორნიკე ოქრიაშვილმა ანგარიში 57-ე წუთზე გაათანაბრა. ამის შემდეგ უელსის ნაკრები ცდილობდა აქტიურობას, თუმცა რეალური საგოლე მომენტები საქართველოს ჰქონდა. გამოსარჩევია ლევან მჭედლიძის ეპიზოდი. მეკარის პირისპირ დარჩენილმა ქართველმა თავდამსხმელმა ბურთი კარს ააცილა. მატჩის შემდეგ მჭედლიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. აღსანიშნავია პირველ ტაიმში ჯანო ანანიძის ჯარიმა და უელსი ხარიხამ იხსნა და მატჩის მიწურულს ვაკო ყაზაიშვილის დარტყმა, რომელიც ასევე ხარიხამ მოიგერია. საქართველოს ნაკრებს აშკარად არ გაუმართლა.
მესამე ტურის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფს 7 ქულით სერბეთის ნაკრები ლიდერობს. საქართველო ერთი ქულით მეხუთე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 12 ნოემბერს საკუთარ მოედანზე, მოლდოვას წინააღმდეგ გამართავს.