16 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
ვიქტორ სანიკიძეს მარჯვენა ფეხზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

საქართველოს ნაკრებისა და საბერძნეთის არისის კალათბურთელს, ვიქტორ სანიკიძეს მარჯვენა ფეხზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

"ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ცნობილი გახდა დაზიანების სიმძიმე – ზუსტად რა პერიოდი გაუცდება ახლა ამის თქმა საკმაოდ რთულია, მაგრამ დიდი ალბათობით, მოედანზე 6-დან 10 თვემდე ვერ გავა. ყველაფერი უკვე აღდგენით პროცესესზეა დამოკიდებული”, - თქვა ექიმმა.

შეგახსენებეთ, ვიქტორ სანიკიძემ მძიმე ტრავმა საბერძნეთის ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში, ტრიკალას წინააღმდეგ მიიღო. ახლა, მთავარია, რომ სანიკიძემ ევრობასკეტ 2017-ის დაწყებამდე გამოჯანმრთელება მოასწროს. ევრობასკეტი 2017 წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყება.

დღის ამბები