16 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
ნუკრი რევიშვილი დინამოში ითამაშებს

დინამო თბილისმა ნუკრი რევიშვილი სეზონის ბოლომდე გაიფორმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

რევიშვილი ბოლოს სარანსკის მორდოვიას ღირსებას იცავდა. 29 წლის ფეხბურთელი პირველად მოირგებს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მაისურს. მას ნათამაშები აქვს ქუთაისის ტორპედოს, ყაზანის რუბინის, მახაჩკალის ანჟის, კრასნოდარის, გორის დილას, ვალეტას და ტოსნოს რიგებში, ასევე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში.

რევიშვილი დედაქალაქურ გუნდში პირველ ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თანამშრომლობის გაგრძელება მხარეთა სურვილზე იქნება დამოკიდებული.

 

წყარო: fcdinamo.ge

დღის ამბები