საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდს ირაკლი ცირეკიძე უხელმძღვანელებს, მის შტაბში კი მინდია ბოდაველი, გურამ მოდებაძე, გიორგი გუგავა და გიორგი ბაინდუროვი იმუშავებენ.
აქამდე ეროვნულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად ირაკლი უზნაძე მუშაობდა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი გახდა, ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. ასევე, უზნაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ევროიპის ჩემპიონატის მოგება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე მთავარ ნაკრებში 2012 წელსაც მუშაობდა, ბოლოს კი მინდია ბოდაველთან ერთად, ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა.