16 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის წამყვანმა მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

სხვა შუადღის წამყვანმა მერაბ დუკაშვილმა ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

დუკაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინელ, ყაზახ, ეგვიპტელ და თურქ მკლავჭიდელებს დაუპირისპირდა. ნახევარფინალში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი უკრაინელი დააარცხა, ფინალში კი თურქეთის წარმომადგენელს მოუგო.

დღის ამბები