14 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ დალაქიშვილმა ევროპის 2016 წლის ახალგაზრდული მასტერსი მოიგო.
ტურნირში კონტინენტის რვა საუკეთესო 16-წლამდე ასაკის ჩოგბურთელი მონაწილეობდა. მესამე ნომრად განთესილმა დალაქიშვილმა ნახევარფინალში მასტერსის მთავარი ფავორიტი რუსი დანიელა მედვედევა ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა. ფინალში კი სერბ ტამარა მალეშევიჩს ასევე ორ სეტში 7:6 6:3 მოუგო და თავის ასაკში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებული გახდა.