მას შემდეგ, რაც ახალი ზელანდიის ნაკრებმა რაგბი ჩემპიონშიპი ქულათა მაქსიმუმით მოიგო და სამივე მეტოქეს სარეკორდო სხვაობებით სძლია, ეს გუნდი უკვე შერაცხეს მსოფლიოს დაუმარცხებელ ნაკრებად. უცხოური მედიის განხილვის თემა კი ასეთია - "არის კი დღეს გუნდი, რომელიც ახალი ზელანდიის ნაკრების წინსვლას შეაჩერებს?"
Worldrugbyvids-მა ის სიმბოლური 15 მორაგბე შეარჩია, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ. სიმბოლურ ჩამონათვალში საქართველოს ნაკრების მორაგბე მამუკა გორგოძე დაასახელეს. მისი წყალობით, ქართული რაგბი და საქართველო არაერთ ქვეყანაში გაიცნეს და წლებია პრაქტიკულად ყველა ვერსიის სიმბოლურ ნაკრებში ხვდება.
"მოთამაშე, რომლისთვისაც სიტყვა შიშის მნიშვნელობა უცნობია. ოლ ბლექსის დასამარცებლად მის უძლიერეს კონტაქტებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება," - ასე დაახასიათა გამოცემამ ქართველი მორაგბე.