16 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
გინესის ახალი რეკორდები - კრიშტიანო რონალდო, პეტრ ჩეხი და ლესტერ სიტი

გინესის რეკორდების წიგნის 2017 წლის ვერსიაში სამი ფეხბურთელი და ერთი კლუბი მოხვდა - კრიშტიანო რონალდო, პეტრ ჩეხი, გარეთ ბერი და ლესტერ სიტი.

რონალდო განახლებულ ვერსიაში იმის გამო შეიყვანეს, რომ Twitter-სი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სპორტსმენია - ფეხბურთელს 47 მილიონი მიმდევარი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი ზოგადად, სოციალურ მედიაშიც ყველაზე პოპულარული სპორტსმენია.

არსენალის მეკარე პეტრ ჩეხის რეკორდი კი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ კარის მშრალად შენახვაა - 181 მატჩში. 

წიგნის ახალი ვერსიის კიდევ ერთი ახალი წევრი გარეთ ბერია, რომელიც ყველაზე ხშირად ხდებოდა პრემიერლიგის ისტორიაში თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში - 580-ჯერ.

წიგნში აღინიშნა ლესტერ სიტის მიღწევაც - ამ გუნდმა ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა წინა სეზონთან შედარებით ჩემპიონობის მოსაპოვებლად, 2015 წელს მელიებმა სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულეს, შემდეგ კი კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით, თანამედროვე საკლუბო ფეხბურთში ერთ-ერთი უდიდესი სასწაული ჩაიდინეს და ინგლისის ჩემპიონები გახდნენ. 

 

მომზადებულია sportall.ge-ს მიხედვით

ფოტო: არქივი

დღის ამბები