მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა შანხაის მასტერსზე პირველივე მატჩი წააგო.
გუშინ, ესპანელი მეორე წრეში სერბ ვიქტორ ტროიცკის ხვდებოდა და მატჩი უშანსოდ დათმო - 3:6, 6:7. შეხვედრა 1 საათი და 34 წუთი გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები მეექვსედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ტროიცკიმ პირველად შეძლო ნადალის დამარცხება.
გავრცელებული ინფორმაციით, ნადალი წლის შემაჯამებელ ტურნირში არ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 13-20 ნოემბერს ლონდონში გაიმართება.