"მხოლოდ მარადონას შეუძლია საქველმოქმედო მატჩის დროს იჩხუბოს," - სწორედ ასეთი შეფასებით იწყებს პოპულარული გამოცემა 101greatgoals.com მარადონას და ხუან სებასტიან ვერონს შორის მომხდარ ინციდენტის აღწერას.
პირველი ტაიმის მიწურულს მარადონა ბურთის მიღების შემდეგ მოედანზე წაიქცა, თუმცა ამაში ვერონი ნამდვილად არ იყო დამნაშავე. მსაჯის სატვენის შემდეგ, როდესაც შეხვედრის მონაწილეები გასახდელისკენ მიდიოდნენ, მარადანომ ვერონის პროვოცირება სცადა და ბოლოს მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ცნობილი ფაქტია, რომ მარადონას ვერონთან კარგი დამოკიდებულება არასდროს არ აკავშირებდა და თანამემამულეს ხშირად აკრიტიკებს.
უშუალოდ შეხვედრა კი რომის პაპის ინიციატივით ჩატარდა და მასში მონაწილეობას ლეგენდარული ფეხბურთელები იღებდნენ. (რამდენიმე მათგანი მოქმედი ფეხბურთელია). მარადონამ და მისმა მეგობრები კი 3:4 დამარცხდნენ რონალდინიოსა და ჯანლუკა ძამბროტას გუნდთან.
წყარო: 101greatgoals.com