16 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
პირველი ორმაგი დუბლის მოლოდინში - ფაჩულიას 11 ქულა და 8 მოხსნა

გოლდენ სტეიტ ვორიორზის რიგებში ზაზა ფაჩულიამ მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ფაჩულია თანდათან გუნდს ეგუება და ყოველ მომდევნო მატჩში უკეთესს შედეგს აჩვენებს. მე-5 საგამოფენო თამაშში გოლდენ სტეიტი ლეიკერსს დაუპირისპირდა და მეტოქე 112:107 დაამარცხა.

ფაჩულიამ მოედანზე 21 წუთი გაატარა და 11 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი ორმაგი დუბლის შესრულებამდე სულ ცოტა დააკლდა.

გოლდენ სტეიტის სხვა ლიდერების შედეგი ასეთი იყო: კლეი ტომპსონი 24, 17 ქულა ჰქონდა კევინ დიურანტს, სტეფ კარიმ კი ზაზაზე ნაკლები - 18 წუთი ითამაშა და 14 ქულა მიითვალა.

მომდევნო საგამოფენო შეხვედრაში ოკლანდელები კვლავ ლეიკერსს დაუპირისპირდებიან. მატჩი 20 ოქტომბერს გაიუმართება. 

დღის ამბები