16 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
ბეტისის ფეხბურთელი რონალდოს გასასვლელში 20 წუთის განმავლობაში ელოდებოდა

ბეტისის ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩარლი მუსონდა, რომელსაც მადრიდის რეალთან შეხვედრის დღეს 20 წელი შეუსრულდა, მატჩის შემდეგ სტადიონის გასასვლელში კრიშტიანო რონალდოს 20 წუთის განმავლობაში ელოდებოდა. მუსონდას 3 ოქროს ბურთის მფლობელთან სამახსოვრო ფოტო და მისი მაისური სურდა.

ლოდინის შემდეგ რონალდოც გამოჩნდა და მუსონდას იმედები გაუმართლა. პორტუგალიელმა ბეტისის ფეხბურთელს თბილად გადაეხვია და წარმატებები უსურვა.

უშუალოდ შეხვედრა კი მადრიდის რეალმა დიდი ანგარიშით - 1:6 მოიგო. მუსონდა ბეტისის განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა. 

*ჩარლი მუსონდა ლონდონის ჩელსის საკუთრებაა, ბეტისში კი იჯარის წესით თამაშობს.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები