"მეფის მსგავსად," - სწორედ ასე შეაფასა 101greatgoals.com-მა ლიონელ მესის ქმედება დეპორტივოსთან მატჩის დროს. მესი ტრავმის გამო 3 კვირის განმავლობაში ვერ ახერხებდა მოედანზე გასვლას და განაცხადს დეპორტივოს წინააღმდეგ გასამართ მატჩში დაუბრუნდა. არგენტინელი ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა და მის მოედანზე შემოყვანას ბარსელონას მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე არ აპირებდა, რადგანაც არ უნდოდა გუნდის ლიდერს ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ ტრავმა გაემიზეზებინა.
თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში მესიმ მოედანზე გასვლა მოინდომა და მისი სურვილი მწვრთნელის ასისტენტს გადასცა. არგენტინელი ფეხბურთელი 55-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და ზუსტად 2.20 წუთში გოლის გატანა მოახერხა.
დეპორტივოსთან შეხვედრა ბარსელონას გამარჯვებით 4:0 დასრულდა. ბლაუგრანა 8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 16 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.
წყარო: 101greatgoals.com