16 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
"მამის სტილში," - ენცო ზიდანის პანენკა

ზინედინ ზიდანის შვილმა, ენცო ზიდანმა "მამის სტილში" პანენკა დარტყმით მოახერხა თერთმეტმეტრიანის გატანა. ამ ფაქტმა უცხოურ მედიას ზიზუს მიერ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იტალიის კარში გატანილი პენალტი გაახსენა, თუმცა ეს შედარება ალბათ ზედმეტად გადაჭარბებულია.

ენცო ზიდანი მადრიდის რეალის მეორე გუნდში, კასტილიაში თამაშობს და თავი სეგუნდა დევიზიონ B-ში სასუელამოსის წინააღმდეგ გამართულ მატჩში გამოიჩინა.

21 წლის ენცო, რომელიც ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობს, ხშირად ვარჯიშობს სამეფო კლუბის ფეხბურთელებთან ერთად და გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან სწორედ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში იქნება.

 

წყარო: 101greatgoals.com, as.com

დღის ამბები