ბეტისი-რეალის შეხვედრის 79-ე წუთზე სამეფო კლუბის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ თავისი გოლი გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 1:6 დააფიქსირა. გოლის ტრადიციულად აღნიშვნის შემდეგ რონალდომ რეალის ყოფილი მეკარის, ანტონიო ადანის პაროდია გააკეთა, რამაც ფეხბურთელების გამხიარულება გამოიწვია.
რონალდოს ლა ლიგის ზედიზედ 3 შეხვედრაში არ ჰქონდა გოლი გატანილი და პორტუგალიელი ფეხბურთელი ბეტისის წინააღმდეგ განსაკუთრებული მონდომებით თამაშობდა, თუმცა რამდენიმე რეალური მომენტის მიუხედავად მხოლოდ 1 ბურთი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო ადანი რეალის აკადემიის აღზრდილია, მან კლუბი 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ დატოვა და სათამაშოდ ბეტისში გადავიდა.
ლა ლიგას 8 ტურის შემდეგ მადრიდის რეალი და ატლეტიკო თანაბარი 18-18 ქულით ლიდერობენ.
წყარო: 101greatgoals.com