ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრა გუშინ გაიმართა. ლივერპულმა მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
მატჩმა მოლოდინი ვერ გამართლა. ლივერპული ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე საგოლე მომენტიც ჰქონდა, თუმცა იუნაიტედის მეკარე, დავიდ დე ხეამ ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
შედეგად 8 ტურის შემდეგ ლივერპული 17 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება, მანჩესტერ იუნაიტედი კი 14 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს.
ვიდეო: goalsarena.org