16 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
დავიდ დე ხეას "2 სუპერ სეივი", რომლებმაც იუნაიტედს 1 ქულა მოუტანა

ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრა გუშინ გაიმართა. ლივერპულმა მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა იუნაიტედის მეკარემ, დავიდ დე ხეამ, რომელმაც რამდენიმე რთული დარტყმის მოგერიება მოახერხა და კარი მშრალად შეინახა. ბრიტანული მედია უგოლო მატჩის მთავარ ფიგურად სწორედ ესპანეთის ნაკრების მეკარეს ასახელებს.

ჟოზე მოურინიოს მიერ გაწვრთნილი მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერლიგის 8 ტურის შემდეგ 14 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს. 

 

დღის ამბები