16 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ჟოზე მოურინიომ მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები სასტუმროს პარკინგზე ავარჯიშა

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ლივერპულთან მატჩის წინ ფეხბურთელები სასტუმროს პარკინგის ტერიტორიაზე ავარჯიშა.

ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფეხბურთელებმა სასტუმროს დატოვების წინ მსუბუქად ივარჯიშეს. ბრიტანული მედიის ცნობით, მოურინიო ამ უცნაური მეთოდის გამოყენებით მოტივაციის ამაღლებას ცდილობდა და გასამართი მატჩის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.

ლივერპული-მანჩესტერის შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ლივერპული უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე საგოლე მომენტიც ჰქონდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ გოლის გატანა წითელ ეშმაკებსაც შეეძლოთ.

და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. იუნაიტედმა ლივერპულთან დაპირისპირების დროს კლუბის ანტირეკორდი დაამყარა. მანჩესტერელებს ბურთის ფლობა 34 პროცენტი ჰქონდათ, რაც 2003 წლის შემდეგ პრემიერლიგაში ამ კლუბის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

 

დღის ამბები