ესპანურმა მედიამ მადრიდის რეალის ვარჯიშზე სახალისო ეპიზოდი დააფიქსირა. სამეფო კლუბის ლიდერი კრიშტიანო რონალდო, მარტინ ედეგორს რამდენიმე ცრუ მოძრაობის დახვეწაში ეხმარებოდა.
"მასწავლებელი და მოსწავლე," - ასეთი შეფასებები მოჰყვა გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში.
ედეგორი მადრიდის რეალში 2015 წლის იანვარში, 16 წლის ასაკში გადავიდა. ნორვეგიელი ნიჭიერი ფეხბურთელი კასტილიის შემადგენლობაში თამაშობს და ძირითადი გუნდის რიგებში მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.
წყარო: Eurosport