16 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ამერიკული მედია ზაზა ფაჩულიას თამაშს გამოეხმაურა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია თანდათან უფრო უკეთესად ეწყობა თავის ახალ გუნდს და უკეთესი შედეგებიც აქვს. ლეიკერსის წინააღმდეგ ჩატარებულ საგამოფენო მატჩში ფაჩულიამ გოლდენ სტეიტს 11 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი მოუტანა და სულ ცოტა დააკლდა ორმაგი დუბლის შესრულებამდე.

ქართველი კალათბურთელის თამაშს ამერიკული გამოცემა Santa Cruz Sentinel გამოეხმაურა.

"ზაზა ფაჩულიას 11 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი აღნიშვნის ღირსია. მართალია, ქართველი დაფარებების ოსტატი არ არის და ფარზემოთ თამაშშიც მოიკოჭლებს, მაგრამ ფაჩულია უკვე აჩვენებს, რომ გუნდს კარგად შეეწყობა. ლეიკერსთან ის ძალიან აქტიური იყო, ფარქვეშ კარგად ითამაშა, ის ასევე კარგად ამჩნევდა თავისუფალ პარტნიორებს. მოკლედ, მას ნაყოფიერი საღამო ჰქონდა, მაგრამ ზაზა ეთამაშა გუნდს, რომელსაც გამორჩეული "დიდი" ცენტრი არ ჰყავს (არა გვგონია, "დოლარ მენი" ტიმოფეი მოზგოვი ასეთად ითვლებოდეს). კითხვა რჩება, რამდენად კარგად ითამაშებს ფაჩულია უკეთესი გუნდების წინააღმდეგ, რომელთაც ათლეტური ცენტრები ჰყავთ," -წერს გამოცემა.

20 ოქტომბერს გოლდენ სტეიტი კვლავ ლეიკერსს ეთამაშება, 22-ში პორტლენდს და ამით გუნდი წინასასეზონო მომზადებას დასსრულებს. 26 ოქტომბერს NBA-ს სეზონის პირველ მატჩში გოლდენ სტეიტი სან ანტონიოს შეხვდება.

 

მომზადებულია sportall.ge-ს მიხედვით.

დღის ამბები