დღეს ათენის აეკ-მა თემურ ქეცბაია მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. აეკ-ი აცხადებს, რომ დასრულებულია თანამშრომლობა მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან.
"ჩვენ მას მადლობას ვუხდით გაწეული შრომისათვის და წარმატებას ვუსურვებთ შემდგომ კარიერაში", - წერს აეკ-ის ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპეციალისტმა აეკ-ი ამ ზაფხულს ჩაიბარა და მხოლოდ 4 თვე იმუშავა ათენურ გრანდში. ხუთი ტურის შემდეგ აეკ-ი 10 ქულით მე-3 ადგილზეა და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება "ოლიმპიაკოსს". სავარაუდოდ, მას ვერ აპატიეს "ოლიმპიაკოსთან" 0:3 მარცხი.
მიმდინარე წელს აეკმა, ქართველ სპეციალისტთან ერთად, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "სენტ ეტიენთან" ორ-რაუნდიანი დაპირისპირება 0:1 დათმო. კვიპროსული მედიის ცნობით, ქართველი მწვრთნელი "ანორთოსისის" პრეზიდენტთან მოლაპარაკებას აწარმოებს და შესაძლოა, ის ყოფილ გუნდში დაბრუნდეს.