16 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა - უდანაკარგო მხოლოდ ლესტერია

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის 8 შეხვედრა გაიმართა. ყველა მატჩში  უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა, ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული შეხვედრა გახლდათ, სადაც მადრიდის რეალმა ლეგიას უმასპინძლა და მეტოქე 5:1 დაამარცხა.

სამეფო კლუბის წინააღმდეგ ითამაშა ლეგიას ქართველმა ლეგიონერმა, ვაკო ყაზაიშვილმა, რომელიც მოედანზე 74-ე წუთზე შემოვიდა, თუმცა ამ დროს მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თავი ვერ გამოიჩინა.

3 ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ქულების მაქსიმალური რაოდენობა მხოლოდ ლესტერს აქვს. პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა სამივე შეხვედრის მოგება მოახერხეს. გუშინ ლესტერმა კოპენჰაგენს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

საფრანგეთში გამართული მატჩი კი უმაღლეს დონეზე ჩაატარა ჯანლუიჯი ბუფონმა. ლიონი-იუვენტუსის შეხვედრაში იტალიელმა მეკარემ პენალტის და რამდენიმე ურთულესი დარტყმის მოგერიება მოახერხა. ტურინული გუნდი მეორე ტაიმში 10 კაცით თამაშობდა, თუმცა 76-ე წუთზე ხუან კვადრადოს გოლით მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა;

ლევერკუზენი 0:0 ტოტენჰემი

ცსკა 1:1 მონაკო

რეალი 5:1 ლეგია

სპორტინგი 1:2 დორტმუნდი

ბრიუგე 1:2 პორტო

ლესტერი 1:0 კოპენჰაგენი

ზაგრები 0:1 სევილია

ლიონი - იუვენტუსი

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 8 შეხვედრა გაიმართება. მატჩები თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

                                                                                                                                                                                                   

დღის ამბები