"მატჩი, რომელიც ჯანლუიჯი ბუფონმა მოიგო," - ასეთი შეფასება მოჰყვა სოციალურ ქსელში ჯანლუიჯი ბუფონის გუშინდელ თამაშს. ჩემპიონთა ლიგაზე ლიონმა ტურინის იუვენტუსს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. მარცხის მიუხედავად ფრანგულ კლუბს რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა ბუფონი შესანიშნავად თამაშობდა.
38 წლის მეკარემ პირველ ტაიმში პენალტის მოგერიება მოახერხა, მატჩის მეორე ნახევარში კი 2 ბრწყინვალე "სეივი" შეასრულა.
საბოლოოდ, 10 კაცით დარჩენილმა იუვენტუსმა 76-ე წუთზე მოახერხა გოლის გატანა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
ვიდეო: Goalsarena.org