16 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ამერიკული მედიის პოზიტიური გამოხმაურება და ფაჩულიას სეზონის მიზანი

ზაზა ფაჩულიამ ლეიკერსთან  საგამოფენო მატჩში 4 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. გოლდენ სტეიტმა კი მეტოქე 123:112 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ამერიკულმა მედიამ ფაჩულიას თამაშს პოზიტურად გამოეხმაურა და ქართველი კალათბურთელი კარგი პასებისთვის შეაქო.

"გუნდმა პირველივე ქულები ზაზა ფაჩულიას მშვენიერი პასით მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა საუკეთესო დრიბლიორი არ არის, მან ყოველ ჯერზე ჭკვიანური პასი გააკეთა. ამ თამაშში ზაზამ მართლაც კარგი პასები აკეთა და ზოგადადაც მრავალმხრივი კუთხით გამოირჩა, რასაც ენდრიუ ბოგუტისგან ვართ მიჩვეული, - წერს goldenstateofmind.com.

"ზედიზედ მესამე თამაშია, ზაზა ფაჩულია მართლაც კარგია." ეს mercurynews.com-ის შეფასებაა.

"ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ვარსკვლავებთან ერთად თამაში უფრო იოლია. ეს ასე არ არის. მათთან ერთად თამაში ის უპირატესობაა, რომელიც უნდა გამოიყენო და ყოველდღიურად უკეთესი გახდე. უნდა კარგად გაისარჯო დაცვაშიც და შეტევაში, დაეხმარო თანაგუნდელებს, აირჩიო სწორი პოზიცია, მიიღო სწორი გადაწყვეტილებები. უამრავი დეტალია. რაც უფრო დრო გადის, გუნდში სულ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. კომუნიკაცია ბევრს ნიშნავს, მწვრთნელებთან, თანაგუნდელებთან. ეს ჩვეულებრივი პროცესია. და გუნდისთვისაც ასეა, რაც დრო გავა კიდევ უფრო ავთამაშდებით და უკეთეს კალათბურთს ვაჩვენებთ. 

ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ, კალათბურთი გუნდური თამაშია. ყველას თავისი როლი აქვს განაწილებული გუნდში, მე რომ დამავალონ, სამქულიანების სროლა, ეს ნაკლებად წაადგება გუნდს. თუმცა ჩემი მიზანია, ამ სეზონში ერთი სამქულიანი მაინც ჩავაგდო", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ ლეიკერსთან შეხვედრის შემდეგ.

22 ოქტომბერს გოლდენ სტეიტი მორიგ საგამოფენო მატჩში პორტლენდს დაუპირისპირდება და ამით წინასასეზონო მომზადებას დასსრულებს. 26 ოქტომბერს NBA-ს სეზონის პირველ მატჩში მეომრები სან ანტონიოს შეხვდებიან. 

 

მომზადებულია sportall-ის მასალების მიხედვით.

დღის ამბები