გოლდენ სტეიტმა, რომლის ღირსებასაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იცავს, მორიგი საგამოფენო მატჩი კვლავ ლეიკერსის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 123:112 დაამარცხა.
შეხვედრის განმავლობაში უამრავი დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო. რამდენიმე გამორჩეულ კომბინაციაში ზაზა ფაჩულიამაც მიიღო მონაწილეობა. ამერიკულმა მედიამ კი ქართველის ეფექტური ფასები გამოარჩია.
22 ოქტომბერს გოლდენ სტეიტი მორიგ საგამოფენო მატჩში პორტლენდს დაუპირისპირდება და ამით წინასასეზონო მომზადებას დასსრულებს. 26 ოქტომბერს NBA-ს სეზონის პირველ მატჩში მეომრები სან ანტონიოს შეხვდებიან.
ვიდეო: NBA.com