რაგბის ჩემპიონთა თასზე ფრანგული ტულონი ბრიტანულ შარკს ესტუმრა და მეტოქე 5:15 დაამარცხა. მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა ტულონის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. გოგრგოძე კი მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.
შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთი ბრიტანული არხის ჟურნალისტს გორგოძესთან ინტერვიუს ჩაწერა სურდა, თუმცა ქართველმა აქცენტით დასმული კითხვა ვერ გაიგო და დახმარება თანაგუნდელს სთხოვა.
ჟურნალისტი - გასული სეზონის მსგავსად, წელსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას და ტურნირის მოგებას აპირებთ?
გორგოძემ დასმული კითხვა ვერ გაიგო და თანაგუნდელი შეეცადა მისთვის გასაგებად აეხსნა.
ჟურნალისტი - მამუკა თქვენი ინგლისური გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩემი ქართული. თქვენ მატჩის საუკეთესო მორაგბე ხართ, გილოცავთ.
წყარო: walesonline.co.uk