საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენაში მიმდინარე ATP-ის მიმდინარე ERSTE BANK OPEN-ის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა.
ბასილაშვილმა პირველ შეხვედრაში საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი განთესვის ბრაზილიელი ტომას ბელუჩი 2 სეტში - 6:2; 7:5 დაამარცხა, მეორე საკვალიფიკაციოში კი რუმინელ რადუ ალბოტს 6:3; 0:6; 6:3 მოუგო.
ძირითადი ბადის პირველივე შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მეორე განთესვის ტომას ბერდიხს დაუპირისპირდება. მატჩი 24 ოქტომბერს, თიბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
წყარო: msy.gov.ge