16 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
ახალგაზრდა ქართველი ძალოსანი მსოფლიოს ჩემპიონია

მალაიზიის ქალაქ პენანგში დასრულებულ მსოფლიოს პირველობაზე ძალოსნობაში ჭაბუკებს (U17) შორის, 94 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ჩხეიძემ  ატაცში 154 კგ, აკვრაში კი 186 კგ. დაიმორჩილა და ორჭიდში მოპოვებული შდეგით - 340 კგ. მსოფლიო ჩემპიონს ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ირაკლი ჩხეიძე მსოფლიო პირველობაზეც ერთ-ერთი ფავორიტი იყო. 

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მალაიზიაში 2 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. + 94 კგ-ში B ჯგუფში გამოვიდა თორნიკე ტაბატაძე, რომელმაც საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავა. 


 

წყარო: msy.gov.ge

დღის ამბები