16 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიოს მეათე ჩოგანის, ტომაშ ბერდიხის დამარცხების შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი რუს კარენ ხაჩანოვს შეხვდა და ანგარიშით 2:6, 5:7 დამარცხდა.

შეხვედრა 1 საათი და 17 წუთი გაგრძელდა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი საკმაოდ იოლად წააგო, მეორეში კი 5:2 იგებდა, თუმცა ბასილაშვილმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქეს მეორე სეტის მოგების საშუალებაც მისცა.

ხაჩანოვი მსოფლიო რეიტინგში 63-ე ადგილზე იმყოფება, ბასილაშვილი კი 107-ე პოზიციას იკავებს.

 

დღის ამბები